მიმართვა საპატრიარქოს – ქურდული სამყაროს წევრისგან შემოწირულობა, არის თუ არა ერთგვარი ინდულგენცია?

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)

მიმართვა საპატრიარქოს

ძალიან საინტერესოა საქართველოს საპატრიარქო, უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქი და ეპისკოპატი რატომ არასდროს არ აფიქსირებენ ოფიციალურ პოზიციას საქართველოში მაფიოზური, ქურდული სინდიკატებისა და ორგანიზებული დანაშაულის წევრების შესახებ?

ბოლოს და ბოლოს “ქურდული სამყარო” ეკლესიის მიღმაა და ანათემის ღირსია თუ ეკლესიის ნაწილია?

დაშვებულია თუ არა მათგან (ე.წ. კანონიერი ქურდებისგან, ძველი ბიჭებისგან, კაი ბიჭებისგან) შემოწირულობის მიღება (უამრავი ფაქტი ვიცით ასეთი) და თუ ნებადართულია, რა არგუმენტით?

ქურდული სამყაროს წევრისგან შემოწირულობა, არის თუ არა ერთგვარი ინდულგენცია?