საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10 პირის განთავსება იქნება დაშვებული, ღია სივრცეში -15-ის

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10 პირს შეეძლება განთავსება, ხოლო ღია სივრცეში – 15-ს.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა ათამდე და ღია სივრცეში 15-მდე. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა“, – განაცხადა ღიბრაძემ.