აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008 წელს ომის დაწყებას და პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა? – მიხეილ სააკაშვილი

,,სინამდვილეში პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინის თავდასხმაზე” –  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა.

„სინამდვილეში პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინის თავდასხმაზე, დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა. რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აკონტროლებდა. ამით მოკლა მისთვის მოგებიანი მინსკის ხელშეკრულება და ოფიციალურად მიიღო ოკუპანტის სტატუსი. აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008 წელს ომის დაწყებას და პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა. ისევ აწვებით პირველ ჩვენებას?

ახლა ხომ დაინახეთ, რომ უკარინას და საქართველოს რაც არ უნდა ექნათ, აღიარება მაინც მოხდებოდა, ოღონდ საქართველოს უკრაინისგან განსხვავებით არ აქვს სტრატეგიული სიღრმე და რუსები თბილისს აიღებდნენ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.