დაწესებულებებში დეზობარიერისა და თერმოსკრინინგის ჩატარების ვალდებულება აღარ იქნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებულებებში დეზობარიერებისა და თერმოსკრინინგის ჩატარების ვალდებულება უქმდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, სასადილოს მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.