აქციაზე ჭიდაობის ფედერაციის დირექტორის გეგა გეგეშიძის გადადგომა მოითხოვეს

ჭიდაობის ფედერაციასთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. კალაძის პირადი ზონდერი! გადადგეს მოძალადე! – აქციის მონაწილეებმა ადგილზე ამ შინაარსის ბანერებით მიიტანეს.

ისინი ფედერაციის დირექტორის გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის მიზანი ქვეყანაში სამართლიანი გარემოს შექმნაა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

კადრები სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს სპორტის სასახლეში, “შაბათის კურიერმა” გაავრცელა. ვიდეოს ეთერში გასვლის შემდეგ  სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს. რამდენიმე დღეა პოლიციაში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს ვინც ამ ინციდენტის უშუალო თვითმხილველია.