დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, დიდი ოდენობით – 4 110 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 12 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.