დაგეგმილი სამუშაოების გამო თბილისში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

29 ივნისს GWP ნაძალადევის რიაონში რჩეულიშვლის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

დაგეგმილი სამუშაოების გათვალისწინებით 29 ივნისის 22 საათიდან 30 ივნისის 22 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში თემქის მესამე მიკრორაიონის კვარტლებს, ავჭალა ერთში გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის და ბრონშტეინის ქუჩებს, შესახვევებსა და ჩიხებს.

ინფორმაციას GWP ავრცელებს.