მადლობელი ვარ იმ რუსების, ვინც არ წყვეტს სიმართლის გადმოცემას და პირადად ქალის, რომელიც ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა სტუდიაში – სანამ თქვენი ქვეყანა დიდ ჩრდილოეთ კორეად გადაიქცა, უნდა იბრძოლოთ – ზელენსკი

მადლობელი ვარ იმ რუსების, ვინც არ წყვეტს სიმართლის გადმოცემას და პირადად ქალის, რომელიც ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა სტუდიაში – სანამ თქვენი ქვეყანა დიდ ჩრდილოეთ კორეად გადაიქცა, უნდა იბრძოლოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა. ამით ზელენსკი გამოეხმაურა, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, ,,პირველი არხის” რედაქტორის პროტესტს პირდაპირ ეთერში.

მან რუს ხალხს მიმართა, რომ ,,შანსი არ უნდა დაკარგონ”.

,,მადლობელი ვარ იმ რუსების, ვინც არ წყვეტს სიმართლის გადმოცემას. მათ, ვინც ებრძვის დეზინფორმაციას და ეუბნება სიმართლეს, რეალურ ფაქტებს მეგობრებსა და ახლობლებს. და პირადად ქალის, რომელიც ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა “პირველი არხის” სტუდიაში. ვისაც არ ეშინია პროტესტის. სანამ თქვენი ქვეყანა მთლიანად არ ჩაიკეტა მთელი მსოფლიოსგან და ძალიან დიდ ჩრდილოეთ კორეად გადაიქცა , თქვენ უნდა იბრძოლოთ. თქვენ არ უნდა დაკარგოთ თქვენი შანსი”, – ამბობს ზელენსკიმ მიმართვაში.

ცნობისთვის, რუსეთის „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა ,,ვრემიას” დროს, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით, ,,არა ომს, შეაჩერე ომი” შევიდა.  მედიის ინფორმაციით, ის სახელმწიფო ტელევიზიაში რედაქტორად მუშაობდა. მარინა ოვსიანიკოვა მალევე დააკავეს.