,,ვერაფერს წაიღებთ უკრაინიდან, რატომ უნდა მოკვდეთ? – გაძლევთ გადარჩენის შანსს” – ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ჯარისკაცებს მიმართავს

მინდა ვუთხრა რუს ჯარისკაცებს, მომისმინეთ ყურადღებით, რუსო ოფიცრებო, თქვენ წაართმევთ სიცოცხლეს, ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ. რატომ უნდა მოკვდეთ? რისთვის? მე ვიცი, რომ თქვენ გინდათ, გადარჩეთ. ჩვენ გვესმის თქვენი საუბრები, გვესმის, რას ფიქრობთ სინამდვილეში ამ უაზრო ომზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს დანებდებიან, ეს იქნება შანსი, რომ გადარჩნენ.

,,მე მინდა ვუთხრა რუს ჯარისკაცებს, მათ ვინც უკვე შემოვიდა ჩვენს მიწაზე და მათ, ვინც უნდა გამოგზავნონ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსო წვევამდელებო! მომისმინეთ ძალიან ყურადღებით. რუსო ოფიცრებო! თქვენ უკვე ყველაფერი გაიგეთ. თქვენ ვერაფერს წაიღებთ უკრაინიდან. თქვენ წაართმევთ სიცოცხლეს. ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ. მაგრამ რატომ უნდა მოკვდეთ? რისთვის? მე ვიცი, რომ თქვენ გინდათ, გადარჩეთ. ჩვენ გვესმის თქვენი საუბრები, გვესმის, რას ფიქრობთ სინამდვილეში ამ უაზრო ომზე, ამ სირცხვილზე და თქვენს სახელმწიფოზე. თქვენი საუბრები ერთმანეთთან, თქვენი ზარები სახლში, თქვენს ოჯახთან. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს. ჩვენ ვიცით ვინ ხართ, ამიტომ, მე გთავაზობთ არჩევანს, უკრაინელი ხალხის სახელით, გაძლევთ შანსს, გადარჩენის შანსს. თუ ჩვენს ძალებს დანებდებით, მოგექცევით ისე, როგორც ადამიანებს ექცევიან. ისე, როგორც არ გექვევიან თქვენს არმიაში და ისე, როგორც არ ექცევიან ჩვენს არმიას. აირჩიეთ!”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინული ძალები რუს ჯარებს დამანგრეველ ზიანს აყენებენ.

,,ჩვენი მამაცი დამცველები აგრძელებენ რუსული ჯარებისთვის დამანგრეველი ზარალის მიყენებას. სულ მალე, ჩამოგდებული ვერტმნფრენების რაოდენობა, ასობით ერთეულს მიაღწევს. მათ უკვე დაკარგეს 80 საბრძოლო თვითმფრინავი, ასობით ტანკი და სხვა ერთეული აღჭურვილობა. 19 დღეში, რუსულმა არმიამ უკრაინაში უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთში, ორ სისხლიან და მრავალწლიან ომში. რისთვის?”, – განაცხადა ზელენსკიმ.