კიევში დუმას ყოფილი დეპუტატი მოკლეს

დუმას ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკი კიევის ცენტრში მოკლეს. კიევის პოლიციის უფროსის განცხადებით,  მოკლული დეპუტატია, ორი კი დაჭრილია, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, პირველადი ვერსიით, ეს არის შეკვეთილი მკვლელობა და ერთ-ერთი დაჭრილი სწორედ მკვლელი უნდა იყოს,

ეს ის დეპუტატია, რომელმაც უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

ვორონენკო კიევში 2016 წელს, არჩევნებში დამარცხების მერე ჩავიდა.