„მონებით ვაჭრობაც, ორგანოებით ვაჭრობაც ძალიან მომგებიანია და ამითაც უნდა დავკავდეთ?“

 ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

„ამ პოზიციის გახმოვანება მინდა, როგორც მშობელს. ჩემი შვილი აქ უნდა გავზარდო. შეშფოთებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში ვაზის ნაცვლად უნდა დაიწყოს კანაფის წარმოება. ეს ჯერ რუსეთის იმპერიის დროს გააკეთეს და არ მგონია, რომ საშუალება უნდა მივცეთ, იქ, სადაც დღეს ჩვენ ვენახებს ვახარებთ, ამის მაგივრად ვიღაცამ კანაფი გაახაროს, რათა შემდეგ გაყიდოს.

მონათმფლობელობა და მონებით ვაჭრობაც ერთ დროს მოდაში იყო და დიდი შემოსავალი მოჰქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დღეს უნდა გავაგრძელოთ. ორგანოებით ვაჭრობაც ძალიან მომგებიანია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამით, როგორც ექსპორტიორი, სახელმწიფო უნდა დავკავდეთ. ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის იდენტობაზე დიდი კულტურული დარტყმა იქნება“.