შეხვდი ახალ სასწავლო წელს განახლებულ ლიმონათ „ზედაზენთან“ ერთად!

შეხვდი ახალ სასწავლო წელს “ზედაზენის” ლიმონათთან ერთად!

ზედაზენმა“ ლიმონათის რებრენდინგი განახორციელა „ზედაზენის“ განახლებული ლიმონათი უკვე გაყიდვაშია ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ბაზარზე განახლებული ლიმონათი „ზედაზენი“ გამოიტანა.

კომპანიამ გაითვალისწინა ბაზრისა და ლოიალური მომხმარებელის მოთხოვნები და ლიმონათის რებრენდინგი განახორციელა.

დღეისათვის „ქართული ლუდის კომპანია“ აწარმოებს 6 სახის ლიმონათს : მსხალი, ტარხუნა, ლიმონი, საფერავი, ნაღები, ფეიხოა. კომპანიის მენეჯმენტი ამბობს, რომ ზრდადი მოთხოვნის ფონზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლიმონათის პორტფელი ყველაზე მოთხოვნად ლიმონათად: მსხლის, ტარხუნისა და ლიმონის ლიმონათი მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ სს “ქართული ლუდის კომპანია” დაარსდა 2011 წელს ერთი მიზნით: გამხდარიყო საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზრის ლიდერი. საწარმოს მშენებლობა დაიწყო 2011 წლის მაისში. მიუხედავად იმისა რომ საწარმო იქმნებოდა ცარიელ ადგილზე, მშენებლობის დაწყებიდან 7 თვეში უკვე შესაძლებელი გახდა საცდელი ლუდის ხარშვების დაწყება.

ასეთ მცირე დროში თანამედროვე ევროპული სტანდარტის წარმოების აწყობა შესაძლებელი გახდა ცეზარ ჩოჩელის გარშემო შემოკრებილი გუნდის გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით.

2012 წლის 2 აპრილს საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა ლუდსახარში “ზედაზენი”; საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ლუდი “ზედაზენი” და ლიმონათი “ზედაზენი”.