“ასე თუ გაგრძელდა, დაინგრევა ეკლესია და მას ეს ქვეყანაც მიჰყვება!”

F-news

დემურ გიორხელიძე

ამ ბანდიტმა სასულიერო პირებმა უტიფრობის ყველა საზღვარი გადალახეს!
ან გაიხადეთ ეს სამოსი და
იძველბიჭეთ და ბიზნესი აკეთეთ,
ანდა,
ვისაც სახე შენარჩუნებული გაქვთ,
იმდენი ძალა კი უნდა მოიძებნოს ეკლესიაში,
იგი ნგრევისგან გადაარჩინოთ და ეს „წითელი“ სასულიერო პირები, შეთავსებით ბანდიტები, მოაცილოთ ეკლესიას!

აშკარაა,
საპატრიარქო ძალიან ცუდად იმართებოდა!
ძალიან!
წლებია გვესმის, რაც ხდება იქ და…
ვიღაც ქალს აპარპაშებენ და ლამის მმართველი გახადეს!

ასე თუ გაგრძელდა,
დაინგრევა ეკლესია და
მას ეს ქვეყანაც მიყვება!

p.s.
ქართული პროვინციალიზმის საუკეთესო ნიმუში –
საპატრიარქოზე ენამოჩლექით საუბარი და მოდად ქცეული “თაყვანისცემა’ – მის ავტორიტეტს შეფარებული უკეთური საქმეების კეთება!

საპატრიარქოს და ეკლესიის სიჯანსაღე საერო საქმეა და არა სასულიერო პირებისა მხოლოდ!

ჩვენ არანაირი უფლება გვაქვს ჩავერიოთ რწმენის საკითხებში, მაგრამ არ შეიძლება პროტესტი არ გვქონდეს “წითელი სამღვდელოების” მიმართ, რომლებიც ფუფნებაში იხრჩობიან და არაერთი სასულიერო პირი ბანდიტურ მეთოდებსაც არ ერიდება, ოღონდ ფული აკეთოს!