„მემარცხენე ალიანსის“ მოთხოვნა-25 თებერვალი გლოვის დღედ და იუნკერების გმირობის აღსანიშნავი მემორიალური დაფა

“მემარცხენე ალიანსი” მოითხოვს 25 თებერვალი გამოცხადდეს ეროვნული გლოვის დღედ, ხოლო იუნკრების საფლავზე გაკეთდეს მათი გმირობის აღსანიშნავი მემორიალური დაფა.

პარტია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“95 წლის წინათ ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა დემოკრატიული, დამოუკიდებელი, ერთა ლიგის და თვით რუსეთის მიერ აღიარებული დემოკრატიული საქართველოს ოკუპაცია და მისი სრული ანექსია. დამყარდა 70 წლიანი სისხლიანი დიქტატურა, რომელიც შეწყდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგად. ამავე წლის 9 აპრილს ქვეყნის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია.

მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან: 25 თებერვალი გამოცხადდეს ეროვნული გლოვის დღედ, ხოლო დამოუკიდებლობისათვის მე-11 არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრების საფლავზე რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობასთან გაკეთდეს მათი გმირობის აღსანიშნავი მემორიალური დაფა”- აცხადებს “მემარცხენე ალიანსი”.