რატომ “ტეხავს” გლეხობა…

ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

წინასაარჩევნოდ ბევრი პარტიის ეკონომიკურ პროგრამაში წავაწყდებით დაპირებას იმის შესახებ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფლის მეურნეობა აყვავდება. რიგ შემთხვევაში პარტიების პროგრამა პროტექციონისტურ პოლიტიკასა და მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობის დარგში ბევრი ფულის ჩასხმას მოიცავს. ანუ გადასახადის გადამხდელების ფულით უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის განვითარება, რაც რბილად რომ ვთქვათ გულუბრყვილობაა.

მცირეოდენი სტატისტიკა

სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 660 ათას ადამიანს შეადგენს. 2013 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნების დარგის განვითარებისთვის დაახლოებით მილიარდ 500 მილიონი ლარი დაიხარჯა.  მიუხედავად დახარჯული უამრავი ფულისა, 2020 წელს საქართველოს მთლიან ეკონომიკაში სოფლის მეურნოების წილმა მხოლოდ და მხოლოდ 7.2% იყო. ასევე ყურადსაღებია ისიც, რომ გასულ წელს ჩვენი ძირითადი საექსპორტო საქონელი სოფლის მეურნეობის დარგში იყო ღვინო და თხილი, მეტი არაფერი.

საქარელოში მარცვლოვანი კულტურის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე მხოლოდ 2.5 ტონაა(geostat), მაშინ როცა იგივე მოსავლიანობა ევროკავშირში 5.3 ტონაა, თურქეთში 3.2, უკრაინაში კი 5 ტონამდე(Fao).

კიდევ ერთი, ოჯახური მეურნეობის სარგებლბოაში დღეს მხოლოდ 1.14 ჰექტარი მიწაა, ანუ ძალიან ძალიან მცირე მიწის ფართობი აქვს ხალხს ეკონომიკური საქმინაობის დასაწყებად.

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ჩვენი პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობაში ძალიან დაბალ დონეზეა, რის გამოც ქვეყნის შიგნით წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იმაზე უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იმპორტირებული პროდუქტი. მაგალითად, თურქული იმპორტირებული პომიდორი საქართველოში იმპორტირებულ პომიდორზე იაფი იმიტომ ღირს, რომ თურქეთი პომიდორის წარმოებაში ჩვენზე კონკურენტუნარიანია ეფექტურია. ასევეა სხვა პროდუქტებზეც.

უცხოეთში სოფლის მეურნეობა იმდენად კაპიტალტევადი გახდა, რომ მათი ეფექტიანობა საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო რა ხდება საქართველოში? ჩვენ თოხს და ბარს ვურტყავთ მიწას ყოველდღე იმის იმედით, რომ პროდუქტს მოვიყვანთ და მერე ბაზარზე გავყიდით, მაგრამ ვის რაში უნდა შენი თოხით მოყვანილი ძვირი პროდუქტი, როცა იმპორტირებული გაცილებით იაფია?

გლეხობა ტეხავს. რადგან ჩვენ ვცდილობთ ვაწარმოოთ ის პროდუქტი, რომლის წარმოება სხვა ქვეყანას უკეთ გამოსდის. ჩვენ გვინდა რომ ხალხის ფული ჩავდოთ დარგში, რომელში დასაქმებული ადამიანების პროდუქტიულობა მცირება.

ხოლო მაშინ, როცა პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, რომ გლეხს უნდა დავეხმაროთ რომ მეტი აწარმოოსო, ეს გლეხების ხელშეწყობა კიარა მათი დაცინვაა. დაცინვაა იმიტომ რომ გლეხს ვაიძულებთ აკეთოს ის საქმე, რომელიც მასე არ გამოსდის. ვაიძულებთ დღე და ღამ თოხი ურტყას მიწას იმის იმედით, რომ სოფლის მეურნეობას ააყვავებს. ეს ტეხავს. ვის გაუგია თოხის რტყმით აყვავებული სოფლის მეურნეობა.

გლეხობა ტეხავს, ხოლო ადამიანი, რომელიც ამბობს,რომ სოფლის მეურნებას ქვეყანაში მნიშვნელოვანი პერსპექტივები გააჩნია- მავნებელია.

სანამ ამას არ გავითავისებთ, მანამდე მუდმივად მილიონებს გადავყრით სოფლის მეურნეობაში იმისათვის, რათა რაიმე სარგებელი ვნახოთ, თუმცა როგორც სტატისტიკა და გამოცდილება გვიჩვენებს, ეს ისევ უშედეგო იქნება. ხოლო ამ უშედეგობის ფასს კი ჩვენ გადასახადების გადამხდელები ვიხდით ჩვენი წყალში გადაყრილი ფულით.