დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ

ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დეკანოზის დაკითხვა არ ჭიანურდება მიზანმიმართულად,დაცვის მხარე სპეკულაციებს მიმართავს და სიცრუეს ავრცელებს,

„ბრალდებულის დაკავების დღიდან მას არაერთხელ შევთავაზეთ დაკითხვა და მან ყველა ჯერზე გვითხრა უარი, იმედის დღეს მაინც გასცემს პასუხს დასმულ შეკითხვებს. ადვოკატების მხრიდან ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა და შაბათ-კვირას მასზე რაიმე ზეწოლა მოხდებოდა არის ჩვეული სიცრუე. როგორც ჩანს ეს არის მათი საქმიანობის ჩვეული ფორმა, რადგან თუ ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, მათ თავად შეეძლოთ გამოეკითხათ და წარმოედგინათ გამოძიებისთვის. მათ ყოველდღიურად სიცრუის ტირაჟირების გარდა მათ სხვა პროცესუალური შესაძლებლობა არ გაჩნიათ.“- განაცხადა წიკლაურმა.

აქვე შეგახსეებთ იმასაც, რომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილმა ჯერ კიდევ სინჯების აღების დროს განაცხადა, რომ ადვოკატებმა გამოკითხეს დეკანოზი და გამოკითხის ფორმა მათთან ინახებოდა. მისივე თქმით, თუ დღეს არ მოხდებოდა დაკითხვა, გამოკითხვას თავად გააცნობდნენ საზოგადოებას.