“რატომ აბედინებთ ამდენს ამ თავგასულ, ნაციონალების მართულ სარალიძეს?”

F-news

 ია მეტრეველი

ბუტა რობაქიძის დედა

“არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი ემოციები, სარალიძის აღვირახსნილ ქმედებებზე, უკვე ყველა ზღვარს გადავიდა. ჩვენგან, სრულიად უდანაშაულოდ სახელმწიფოსგან დახვრეტილი შვილების მშობლებისაგან, რომლებსაც, დღესაც არ მიგვიღწევია სამართლისთვის და დამნაშავეები ჯერ კიდევ დაუსჯელები დადიან. თუ გინახავთ, ან გსმენიათ ასეთი საქციელი და ასეთი შეურაცხყოფები პოლიციის და მითუმეტეს უდანაშაულო ხალხის მიმართ? რატომ აბედინებთ ამდენს ამ თავგასულ, ნაციონალების მართულ სარალიძეს?”– წერს ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.