იმერეთის ზედა ზონაში თოვლის საფარმა 40–50 სმ-ს მიაღწია

იმერეთის მუნიციპალიტეტში თოვლი მოვიდა. ქვედა ზონის სოფლებში თოვლის საფარი მცირეა, ხოლო ზედა ზონაში 40–50 სანტიმეტრია. ამ ეტაპზე ყველა მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები და გზებზე ტექნიკური მარილის მოყრა მიმდინარეობს. ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც.

15423612_366466337049586_1221452225_n

კომენტარის დატოვება