იღებ 1000 და აბრუნებ 2371 ლარს – მდგომარეობა კრიტიკულია და კატასტროფამდე მიდის!!!

როდესაც ონალინ სესხების აკრძალვაზე დაიწყო საუბარი, საზოგადოების ნაწილმა განაცხადა, რომ მთლიანად აკრძალვა კი არ უნდა მოხდეს, არამედ უნდა დაწესდეს რეგულაციები. ერთის მხრივ, როცა უცბად სასწრაფოდ გჭირდება თანხა, ვერავის ესესხები, რადგან „დადებული ფული“ დღეს ნამდვილად აღარ არსებობს, ვერსად იშოვი ფულს.

იძულებული ხარ აიღო სესხი – ვერ აიღებ და ვაია, აიღებ სეხს და უფრო მეტად ვაია. სესხის ამღებთა დიდი ნაწილი იმ წუთში, როცა თანხა ძალიან სჭირდებათ, არც კი უყურებენ თუ რა პროცენტში იღებენ და რა თანხის დაბრუნება უწევთ დანიშნულ დროს. აი, მაგალითად-მონეზა-პირველი გრძელვადიანი ონლაინ სესხი. დავუშვათ ორი წლით აიღე 1000 ლარი, თვეში იხდი 100 ლარს და 2 წლის შემდეგ დაბრუნებული თანხა გამოდის  2371 ლარი, ე.ი. 1371 ლარით მეტი.  ახლა წარმოიდგინეთ რა თანხა იქნება 2 დ 3 ათასი აღების შემთხვევაში.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანეთ, სხვა სესხები უფრო ძვირი და თან რისკის შემცველია, რადგან ერთ თვეში დასაბრუნებელია იგივე თანხა, რაც ისესხეთ და ამას დამატებული პროცენტები, აქედან გამომდინარე, ალბათ უკეთესია მთავრობამ სწორედ რეგულაციები დააწესოს და რა თქმა უნდა ასე მომრავლებული ონლაინ სესხებიდან დატოვოს ის, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო მისაღებ შეთავაზებებს გააკეთებს.

ან, როგორც ხალხი ამბობს, თავად სახელმწიფომ გააკეთოს რაიმე საფინანსო კომპანია, რომელიც გასცემს თანხას ონლაინ სესხების მაგივრად. ერთი სიტყვით, მოსაფიქრებელია უფრო კარგი ვარიანტი და თან სასწრაფოდ, რადგან დრო აღარ იცდის, ყველაფერი ძვირდება, ხელფასები მცირდება, სამუშაო ადგილები არ იქმნება და მეტიც,   ადამიანებს სამსახურებიდან უშვებე, სესხების პროცენტები კი იზრდება!..

და ბოლოს! თუნდაც აკრძალო ონლაინ სესხი, რა ეშველება იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი? ან არსებობს კი საქართველოში ადამიანი, რომელსაც სესხი არ აქვს?

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება