ეს არის პუტინის რეჟიმის ხელი…

ინფორმაციას, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია ეხმიანება და ამბობს, რომ კადიროვს ჰყავს სიკვდილის ბრიგადები და შეკვეთილი მკვლელობებით ის არის ცნობილი.

“გაბუნიას მკვლელობის ინტერესი ექნებოდა მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც პირად შეურაცხყოფად აღიქვა გაბუნიას მხრიდან პუტინის გინება. ამასთან დაკავშირებით იყო განცხადება ბატონი კადიროვის და ისიც ცნობილია, რომ კადიროვს ჰყავს სიკვდილის ბრიგადები და შეკვეთილი მკვლელობებით ის არის ცნობილი არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპის დიდ დედაქალაქებში. ასეთი შემთხვევა იყო გერმანიაში, საფრანგეთში და ეს არის პუტინის რეჟიმის ხელი-ამბობს აქუბარდია.