ახალი პოლიტიკის შექმნაში ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

ქართული ეკონომიკური პოლიტიკის მემკვიდრეობა ცხადყოფს გაურკვევლობას, დაბლაგვებულ რიტორიკას, ბიუჯეტის არსებული პროგრამების შემცირებას, ვალების ზრდის ხარჯზე მართვას. ასევე, ეკონომიკური პოლიტიკის სტატისტიკისა და მაჩვენებლების ისე გაუბრალოებას, რომ სახეზეა მშრალი მათემატიკა.

სტატიის მიზანს წარმოადგენს ძირითადი მიდგომების ჩვენება ეკონომიკური პოლიტიკის ჯანმრთელი საფუძვლის ჩამოყალიბების მიზნით.

აღსანიშნია, რომ პოლიტიკური სუბიექტები განსაზღვრავენ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, რომლის საფუძველზე აიგება ეკონომიკური პოლიტიკა, ციფრული ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა. შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტები ჩვენი ქვეყნის/ეკონომიკის წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზიც და სათავეც არიან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნის ახალი პოლიტიკური მოცემულობა. შესაბამისად, არსებულ ვითარებაში უნდა აღინიშნოს  შედეგი გარემოება:

  • საარჩევნოდ, ძველმა პოლიტიკამ მომავალში გასაკეთებელი საქმეების ნაცვლად, უკვე გაკეთებული და მიღწეეული საქმეები უნდა თვალოს. მომავალში გასაკეთებელ საქმეებზე კი ძირითადად ახალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა ისაუბროს;
  • ქვეყანას სჭირდება არა ბევრი პარტიით პოლიტიკური გარემოს გაჯერება, არამედ პოლიტიკური სუბიექტების მიერ გარემოს გაჯერება: ეკონომიკური პროგრამებით, განვითარების გეგმებით, გლობალური ბაზრების ათვისების სქემებით;
  • ხარჯების შეკვეცასა და მუდმივად ბიუროკრატიის შემცირებაზე საუბარს მხოლოდ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, პრაქტიკულად კი პრობლემები უცვლელი რჩება. პოლიტიკურმა სუბიექტებმა საზოგადოებას უნდა ესაუბრონ არა მხოლოდ ხარჯების, ბიუროკრატიისა და ქვეყნის ვალების შემცირების მიმართულებით, არამედ საჭიროა წარუდგინოს შემოსავლების ზრდისა და ვალების შემცირების კონკრეტული გეგმები;
  • პოლიტიკური სუბიექტების მიერ ტელევიზიით გამოსვლა არ ნიშნავს „სახელმწიფოებრივი საქმის კეთებას“. საზოგადოება იმსახურებს, რომ თითოეულ გამოსვლაში გაეცნოს ერთ ახალ იდეას, ახალ პროგრამას, ახალ გლობალურ პროექტს, შექმნილ შრომას თუ კვლევის შედეგების აკადემიურ ანალიზს;
  • Facebook-ის ფანებითა და Follower-ის რაოდენობით არ განისაზღვრება პოლიტიკური წონა. არც like-ის ზრდა არ არის პირდაპირკავშირში პოლიტიკური სიტყვის ფასის ზრდასთან. პოლიტიკურ სიტყვას ქმნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ახალ პოლიტიკურ ძალას უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე დღეს არის შექმნილი? ვისაც ცვლილებები არ აწყობს ის აღნიშნავს, რომ არ შეუძლიათ. პრაქტიკულად კი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას სწორედ ახალ ძალა განაპირობებს;
  • პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ძალები არ გვყავს. ქვეყანას ჰყავს ხალხი, რომელიც პოლიტიკურ ველზე არ გვხდება, თუმცა მათ უფრო ღრმა პოლიტიკური ხნული გაჰყავთ. მათ გამოჩენას ხელს უშლის მხოლოდ ის გარემოება, რომ სამიზნე აუდიტორია და პოლიტიკური ხმა ერთ მოცემულობაში არ ხვდება. ამასთან, რადგანაც ქართული სახელმწიფოს ძლიერება გადის გლობალური ვექტორების შესაბამის პოლიტიკურ და აკადემიურ კომპეტენციაზე, შეუბღალავ და სუფთა რესურსზე, ამიტომ, ახალი პოლიტიკური გარემო უნდა წარმოდგეს საზოგადოებაში აღმოცენებული პოლიტიკური სუბიექტებით. ამ პროცესს კი ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, თავისი საქმიანობის ფარგლებში. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს ყველას: ჟურნალისტებს, აკადემიურ სპექტრს, ბიზნესმენებს, მოქალაქეებს, პოლიტიკურ აქტორებს თუ პოლიტიკის ავტორებს;
  • ქართული ეკონომიკური პოლიტიკის შექმნისას გათვალისწინებული უნდა იქნას ქართული აკადემიური რესურსის შრომები და რეკომენდაციები. ქვეყანა ეკონომიკურ რეგრესს განიცდის ინტელექტუალური და აკადემიური რესურსის ინგორირებით. სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა გაანალიზოს აკადემიური საზოგადოების პოტენციალი და მათი შრომების ფასეულობა. მათში ბევრი პასუხი და იდეაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი;
  • პოლიტიკური ცვლილებები უნდა გახდეს, როგორც ახალი პოლიტიკური და მმართველობითი რესურსის წარმოდგენის საფუძველი, ასევე უნდა იქცეს ახალი პროგრამების, ახალი ეკონომიკური ჰორიზონტების, ახალი სახელმწიფოებრივი პოტენციალის, ახალი ძალისა და ენერგიის წყარო. ამიტომ, ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს;

დაბოლოს, „მარტივია“ ბიუჯეტის ხარჯვა, გადასახადების კორექტირება, ვალის აღება, პრობლემების გულთან მიტანა. თანამედროვე პოლიტიკა საჭიროებს იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომელიც გლობალური პოლიტიკის, ციფრული ეკონომიკური პოლიტიკის, ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამების წარდგენით შექმნიან შემოსავლის ახალ წყაროებს და ქვეყანას გლობალურ ეკონომიკურ მოთამაშედ გადააქცევენ.