ალტერნატიული სავაჭრო ფართები და წლის ბოლომდე გადასახადისგან გათავისუფლება

ვარკეთილში დამწვარი ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი დოხტურიშვილი შეხვდა. გადაწყდა, რომ მოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ფართებს გამოუყოფენ და წლის ბოლომდე გადასახადისგან გაათავისუფლებენ.

„ამ ეტაპზე ზარალის დაანგარიშება და იმ პირების იდენტიფიცირება ხდება, ვინც ამ ფართებით სარგებლობდნენ. პირველ რიგში, მათი საქმიანობის სფერო უნდა აღდგეს. პროცესი დაიწყება ხვალიდან და ამ ადამიანების სავაჭრო ფართებით დაკმაყოფილება მოხდება. მოვაჭრეები ასევე განთავისუფლდებიან გადასახადისგან, პირობითად წლის ბოლომდე, რაც შეამსუბუქებს იმ სიტუაცის, რაც ახლა აქ არის. სხვა შესაბამისი დახმარებები უკვე ზარალის დადასტურების შემდეგ გაეწევათ. ინდივიდუალურად იქნება განხილული ყველა მოვაჭრის საკითხი და მიდგომა იქნება ინდივიდუალური” – განაცხადა დოხტურიშვილმა.

მაღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ საქონელი სულ გაპარტახებულია და დიდი ზარალი ნახეს.