რუსეთში მოსახლეობა ლენინის დაკრძალვის იდეას მხარს უჭერს

ათობით მილიონი რუსი ეთანხმება ვლადიმერ ლენინის დასაფლავების შესახებ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის იდეას. ამის შესახებ ადგილობრივ ტელევიზიაში კადიროვის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალვი კარიმოვმა განაცხადა. ინფორმაციას Эхо Москвы ავრცელებს.

“უზნეობა და დანაშაულია ის, რომ ადამიანის სხეულს ამდენი წელია მშვიდობა არ ეღირსა”, – თქვა კარიმოვმა.

ლენინის ცხედარის დაკრძალვა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ქსენია სობჩაკის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა. ლენინის ცხედრის არსებობა წითელ მოედანზე, სობჩაკის აზრით, არის “სიკეთეს და ბოროტებას შორის საზღვარი“ და მიიჩნევს, რომ ასეთი რამ მხოლოდ შუა საუკუნეების ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო.