გუარდიოლამ ესპანეთს კატალონიელი პოლიტიკოსების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

მანჩესტერ “სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კატალონიის მთავრობის მაღალჩინოსნების ჟორდი სანჩესის და ჟორდი კუიშარტუს დაკავებაზე კომენტარი გააკეთა. მათ ისევე როგორც ექსპრეზიდენტ კარლეს პუჩდემონს, აჯანყების ორგანიზება ბრალდებათ.

“იმედი მაქვს დაპატიმრებული პოლიტიკოსები მალე გათავისუფლდებიან და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან. აზრის გამოთქმისთვის ადამიანების დაკავება მიუღებელია. თუ ასეთი რამ სანჩესს და კუიშატრუს დაემართათ, იგივე შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს მოგვივიდეს,” – აღნიშნა გუარდიოლამ, რომელმაც კატალონიელი ხალხთან სოლიდარობის მიზნით ქურთუკზე ყვითელი ლენტი ეკეთა.

სიმბოლო, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, ამ იდეის მომხრეებს ჰქონდათ.

ესპანეთის ნაციონალური სასამართლოს კოლეგიამ კატალონიის ყოფილი მთავრობის 8 წევრი, მათ შორის ექს ვიცეპრეზიდენტი ურიოლ ჟუნკერასი დააკავა. მათ ბრალად ამბოხი და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ედებათ.