“არ გრცხვენიათ? სანამ ბედუკაძეს ახსენებთ, თქვენი წარსული გაიხსენეთ!”

სააგენტოზე გავრცელებულ მასალას „მინდა საზოგადოებას ციხის კადრებზე და ბედუკაზეძე მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია“, სადაც ანი დარსალია ლადო ბედუკაძეს საჯაროდ მიმართავს იხ.ლინკი:

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%98/

რუსეთში მცხოვრები ქართველი გივი მდივნიშვილი გამოეხმაურა. ის სააგენტოს დაუკავშირა და საპასუხო წერილის გავრცელება მოითხოვა.

-„ანი დარსალია, თქვენს ბიოგრაფიას გადახედეთ!  თქვენი წარსული გაიხსენეთ, ხომ არ გაგახსენოთ?
როცა ბედუკაძის სახელს და გვარს ახსენებთ, პირი გამოივლეთ, რომ ცუდი არაფერ წამოგცდეთ ?! არ გრცხვენიათ? სანამ ბედუკაძეს ახსენებთ, თქვენი წარსული გაიხსენეთ!

დამისახელეთ ერთი ფაქტი მაინც, სადაც ბედუკაძეს პატიმრები ცუდად იხსენებენ და დაანახვეთ საზოგადოებას ის პიროვნება, ვისაც ბედუკაძე აყენებდა შეურაცხყოფას , ან ის ფაქტი გაგვახსენეთ, სადაც ცდილობდა გმირობის სახელი მიეღო ?!
ყველას გვახსოვს მისი გმირობა, დიახ, გმირობა,  მაგრამ ზოგიერთები, ვინც სკამებს
პარლამენტში მოერგო ცდილობს გააჭუჭყიანოს ბედუკაძის სახელი !
როგორი გული გაქვთ, არ გრცხვენიათ, რომ ასეთი დამცირებით საუბრობთ იმ ადამიანზე, რომელმაც ქართველ ერს აჩუქა თავისუფლება და უამრავ ადამიანს დაანახა მზე , მაგრამ ზუსტად თქვენთან ერთად მდგომი გვარგადაკეთებული ქართველები ეროვნულ ქართველ გმირს აჭუჭყიანებენ !
გადავხედოთ ფხიზელი თვალებით და დავინახავთ იმას, რომ ბედუკაძე დატოვეს უმუშევარი და დაცვის გარეშე, თქვენი მეგობრები კი პარლამენტში და სხვა კარგ ფინანსურ ადგილებში სხედან!“

ყურადღება! ვინაიდან სააგენტოს სხვა ადამიანებიც დაუკავშირდნენ და ანი დარსალიას განცხადებაზე საპასუხო წერილების გამოქვეყნება მოითხოვეს, რასაც აუცილებლად მოჰყვება მეორე მხარის პასუხები და შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, ვიტოვებთ უფლებას მომავალში არც ერთი წერილი არ გამოვაქვეყნოთ ლადო ბედუკაძის პასუხის გარდა!

კომენტარის დატოვება