პირველი თბილისობა და პირველი საპატიო თბილისელები

თბილისობა — ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული ქალაქ თბილისში. პირველად თბილისობა 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული, მისი გამართვა დრადიციად იქცა. 1990 წელს იყო პაუზა, 1995 წელს კი განახლდა თბილისობის ჩატარება

ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. სხვადასხვა ღონისძიებეთან ერტად იმარტება თბილისის საპატიო მოქალაქეების გამოვლენა და წოდების მინიჭება.

1979 წელს, პირველ თბილისობაზე პირველად აირჩიეს საპატიო მოქალაქეები.

  • ლადო გუდიაშვილი— საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • კონსტანტინე ილურიძე— ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი.
  • აკაკი შანიძე— ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

შუშანა ჩიქოვანი— საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.

თბილისობას გილოცავთ!

კომენტარის დატოვება