კიევის პროკურატურამ ქალაქის ცენტრში აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

კიევის პროკურატურამ ქალაქის ცენტრში აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. უკრაინის დედაქალაქში მოტოციკლის აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა. მათ შორის, უკრაინელი დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი.

პოლიციის ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული.

დაჭრილია დეპუტატის დაცვის წევრიც, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, ჩამსხვრეულია ახლომდებარე სახლების ფანჯრები და დაზიანებულია ავტომობილები.

კიევში აფეთქების დეტალებს უსაფრთხოების სამსახური იძიებს.