„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.

როგორც მიმდინარე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

„ვაქცინები რჩება სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღად, თუმცა ახლა პანდემიის დასასრულებლად ვაქცინის მოცულობა, დისტრიბუცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების თანმიმდევრული და მიზანმიმართული გამოყენების გარეშე არასაკმარისია“, – განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.