სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მოქალაქეობაზე

-„უცხოეთში წასული მოქალაქეები არიან ქვეყნისთვის არა ტვირთი, არამედ ქვეყნის ერთ-ერთი ძალა და პოტენციალი მომავლისთვის“-განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა  და აღნიშნა, რომ ქვეყნიდან წასული ადამიანებისთვის „მოცემულობა ძალიან ძნელია“. მისივე თქმით, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ამავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, გასაუქმებელია.

-ხშირად ხდება ისე, რომ საქართველოდნ წასული ადამიანი იღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, რათა ოდნავ მაინც გაუადვილდეთ საქმიანობა, ჩვენ ამის გამო ვსჯით და ვართმევთ მოქალაქეობას. მერე იძულებული გავხდით მოვიგონოთ რაღაც პროცედურები რათა გავამარტივოთ, მაგრამ ბოლომდე გამარტივება არ ხერხდება, ამიტომაც არის, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი არც ცდილობს ხელახლა მოიპოვოს მოქალაქეობა. ყოველწლიურად მოქალაქეების დაკარგვა ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემა დიდი პრობლემაა“-აცხადებს ზურაბიშვილი.

კომენტარის დატოვება