„დღეს დადებითი ემოციით აღსავსე ვარ, სიფრაშვილების ოჯახმა ექვსივე შვილი მონათლა“

საზოგადოებას კარგად ახსოვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრებ 6 შვილიან ოჯახის სულისშემძვრელი ისტორია და შემდეგ განვითარებული მოვლენები.

 იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a-%e1%83%9d%e1%83%97/

 ახსოვს ისიც, თუ როგორ ახლა მათი ოცნება და საახალწლოდ რაიონის ხელმძღვანელობამ ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი სახლი გადასცა.

იხ.ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%92/

ასეთი იყო სიფრაშვილების „საახალწლო ზღაპარი“. დღეს კი სიფრაშვილების ოჯახში დიდი ნათლობა იყო, მათ ექვსივე შვილი მონათლეს.

ნათლობას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ ოჯახის სიხარულში.

დღევანდელი დღის ემოციებს საკრებულოს თავმჯდომარე დიდი აღფრთოვანებით გვიზიარებს და ამბობს:

-„დღეს დადებითი ემოციით აღსავსე ვარ, სიფრაშვილების ოჯახმა ექვსივე შვილი მონათლა და ამ ცერემონიას დავესწარი. ნათლობით იწყება ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება, რადგან მონათლული ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. ყველა ადამიანი უნდა ისწრაფოდეს გახდეს ამ უდიდესი საიდუმლოს თანაზიარი.

გულწრფელად ვულოცავ ამ პატარა ანგელოზებს გაქრისტიანებას, უფლის წყალობა არ მოგკლევოდეთ, ჩემო პატარებო. ამ ოჯახმა უამრავი განსაცდელის შემდგომ ახალი ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება მათ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა საახალწლო საჩუქარი გაუკეთა სახლი შეუძინა, დღეს ბავშვების გამოხედვაში დიდი ბედნიერება იგრძნობოდა, ეს ემოცია გადმომედო და მაბედნიერებს, ჩვენი მიზანია ყველა ბავშვს ჰქონდეს ბედნიერი და ნათელი მომავალი, სახელმწიფო მუდამ იზრუნებს თქვენზე!“

სააგენტო უერთდება გოდერძი ბარბაქაძეს და

ულოცავს სიფრშვილების ოჯახის პატარების გაქრისტიანებას .

 

 

კომენტარის დატოვება