უკრაინაში იან ცაპნიკის 18 ფილმი და სერიალი აკრძალეს

უკრაინაში 18 ფილმი და სერიალი აკრძალეს, რომელშიც მსახიობი იან ცაპნიკი მონაწილეობს. ამ ჩამონათვალში მოხვდა ელდარ რიაზანოვის ორი ფილმი-«Привет, дуралеи!» и «Тихие омуты».

უფრო ადრე კი СБУ-მ მსახიობს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რადგან მან განასახიერა თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღანელი ფილმში „სამხედრო კორესპოდენტი“.

ახლა კი უკრაინის სახელმწიფო სააგენტომ კინოს საკითხებში გააუქმა რეგისტრაცია და უკანონოდ მიიჩნია მსახიობის მონაწილეობით ფილმების კინოჩვენება.

აკკრძალვაში მოყვნენ ისეთი ფილმები როგორიცაა-  «Ни шагу назад», «Роман выходного дня», «Зимнее танго», სერიალები- «Две судьбы», «Колдовская любовь», «Идеальный недостаток», «Королева бандитов» и др.

კომენტარის დატოვება