დაახლოებით 60/40-ზეა დღეს მმართველი ძალისა და ოპოზიციის თანაფარდობა

მმართველი ძალისა და ოპოზიციის რეიტინგების თანაფარდობა დღეს დაახლოებით 60/40-ზეა და ამას როგორც დამოუკიდებელი ასევე პარტიული ხაზით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები ადასტურებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„დაახლოებით ორი კვირის წინ გამოქვეყნდა „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ჩვენ პარტიული ხაზით ვატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს და შედეგები არსებითად ემთხვევა იმ შედეგებს. დაახლოებით 60/40-ზეა დღეს მმართველი ძალისა და ოპოზიციის თანაფარდობა, თუმცა ეს არის სასტარტო პოზიცია და მოდუნების საფუძველს არც ჩვენ და არც ჩვენს ამომრჩევლებს აძლევს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი წყდება არჩევნების დღეს, შესაბამისად, საჭიროა სრული კონცენცტრაცია, რათა 31 ოქტომბერს, როცა ჩატარდება არჩევნები, სულ მცირე ასეთი შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა კობახიძემ.