ვიოლა ფონ კრამონი – იმედგაცრუებას იწვევს იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას არ აქვს არეულობის დასრულების სურვილი – საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერზე” წერს, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტარების განცხადებას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ გამოქვეყნდა.

განცხადების ხელმომწერ ევროპარლამენტარებს შორის ვიოლა ფონ კრამონიც არის.

“ეს არის მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ. უაღრესად დიდ იმედგაცრუებას იწვევს ყველა ჩვენთაგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ევროპარლამენტში იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას არ აქვს ამ არეულობის დასრულების სურვილი. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე”,- წერს კრამონი.