“იმ ოპოზიციის პოლიტიკური კარიერა, ვინც მონაწილეობს მიიღებს იმპიჩმენტში, დასრულებული იქნება” – დავით ხაჯიშვილი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” იმპიჩმენტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, განხილვაზე დასწრების თაობაზე კი პარტიაში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

„კენჭისყრის დროს ნამდვილად არ ვიქნებით დარბაზში, რაც შეეხება განხილვას, ამაზე ფრაქციაში კონსულტაცია ჯერ არ გვქონია. თუმცა ფრაქციაში ყველას ერთი კითხვა მაინც გვაქვს. მთავარი კითხვა ისაა, რატომ არ უშვებს მიხეილ სააკაშვილს საპყრობილიდან, როდესაც იცის, რომ იგივე სასამართლომ გაასამართლა ის რუსი აგენტი ფარცხალაძის წარდგინებით. თუ ის თვლის, რომ სასამართლო დღეს თავისუფალი არაა, რატომ არ უშვებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს გარეთ?!”– განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ეეჭვება, რომ “ქართული ოცნება” იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმას შეაგროვებს.

„ძალიან მეეჭვება, რომ „ქართულმა ოცნებამ” 100 ხმა შეაგროვოს იმპიჩმენტის დროს. იმ ოპოზიციის პოლიტიკური კარიერა, ვინც მონაწილეობს მიიღებს იმპიჩმენტში, დასრულებული იქნება. არ მგონია, ვინმე იყოს ოპოზიციაში ისეთი, ვისაც კარიერის დასრულება უნდა”, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.