გიგა ბოკერია – თანმიმდევრული გადაწყვეტილება იქნებოდა ერთპარტიული პარლამენტის დატოვება, ჩვენი საზოგადოებისთვის და უცხოელი პარტნიორებისათვის ვითარების გაშიშვლება

„ევროპული საქართველოს“ თავჯდომარე გიგა ბოკერია, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ეხმაურება საკანონმდებლო ორგანოს დატოვებასთან დაკავშირებით და ოპოზიციის საერთო გეგმებზე საუბრობს.

ბოკერიას თქმით, სასურველი იქნებოდა, რომ არა მარტო ნიკა მელიას, არამედ მთელ პარტიას მიეღო გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იქნებოდა თანმიმდევრული გადაწყვეტილება ამ ფონზე და ცხადად დაანახებდა როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას ვითარებას.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მელიას გადაწყვეტილება სწორია და ევროპული საქართველო ფოკურსირებულია ყველა შანსის გამოყენებაზე, რათა თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი.

„ვისურვებდი, რომ მთელ პარტიას მიეღო ეს გადაწყვეტილება, რათა თანმიმდევრული გადაწყვეტილება იქნებოდა ამ ფონზე მაინც გაშიშვლება ვითარების ჩვენი მოქალაქეებისათვის, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის და ერთპარტიული პარლამენტის დატოვება. მელიას პერსონალური გადაწყვეტილება სწორია და „ევროპული საქართველო“ ფოკუსირებულია, რომ ყველა შანსი გამოვიყენოთ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად“, – განაცხადა ბოკერიამ.