“ცოტა უცნაურია, რომ პაატა მანჯგალაძე, რომელიც გრიგოლ ვაშაძის კამპანიის საარჩევნო შტაბის ერთ- ერთი ხელმძღვანელი იყო, იცავს ზურაბიშვილს კობახიძისგან, რომელიც მას „კოჭლ იხვს” ეძახის, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს კი არ ვიცავ, პრეზიდენტის ინსტიტუტს ვიცავ” – პაატა მანჯგალაძე

„ქართულმა ოცნებამ“ და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვეს, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო – მაშინ პრეზიდენტი რაღა საჭიროა?! – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

“სტრატეგია აღმაშენებელს” და “ნაციონალურ მოძრაობას” ისედაც ეს პოზიცია გვქონდა, რომ კარგი იქნება, თუ საერთოდ არ მიიღებს ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან ჩვენზე არ არის საუბარი, მაგრამ არსებობენ, ალბათ, დეპუტატები, რომელზე ზემოქმედების მექანიზმები გააჩნია ხელისუფლებას. ამიტომ რისკები რომ დაზღვეული იყოს, ვამბობდით, რომ კარგი იქნება ოპოზიციამ არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. კენჭისყრაში რომ მონაწილეობას არ ვიღებთ, ეს არის ცალსახა, რაც შეეხება დებატებში მონაწილეობას, ამაზე პოზიცია მაქვს, მაგრამ მირჩევნია და უფრო კოლეგიალურია, რომ კონსულტაცია გავიარო კოლეგებთან.

ცოტა უცნაურია, რომ პაატა მანჯგალაძე, რომელიც გრიგოლ ვაშაძის კამპანიის საარჩევნო შტაბის ერთ- ერთი ხელმძღვანელი იყო, იცავს ზურაბიშვილს კობახიძისგან, რომელიც მას „კოჭლ იხვს” ეძახის, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს  კი არ ვიცავ, პრეზიდენტის ინსტიტუტს ვიცავ. “ქართულმა ოცნებამ” და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო, მაშინ პრეზიდენტი რაღა საჭიროა?! ასე გაიგო “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, ამის გამო პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღფრთოვანებული ვარ სალომე ზურაბიშვილის  5 – წლიანი საქმიანობით,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.