,,მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა, ამდენი ხნის საჭმლის მიუღებლობა კატასტროფამდე მიგვიყვანს” – ნიკოლოზ ყიფშიძე

„მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა და არც ველოდები, რომ უკეთესობისკენ იქნება, ამდენი ხნის საჭმლის მიუღებლობა კატასტროფამდე მიგვიყვანს“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

პირადი ექიმის თქმით, სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი მისი საზღვარგარეთ, მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობაა.

„აქ არის სამი პრობლემა, საჭმლის მიუღებლობა, კუნთების ატროფია და ამას კიდევ დაემატა ის ცვლილებები, რაც გამოიხატა MRT-ს გამოკვლევის შემდეგ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის ზურგის ტვინის პრობლემები. მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა და არც ველოდები, რომ უკეთესობისკენ იქნება, რადგან ამდენი ხნის საჭმლის მიუღებლობა კატასტროფამდე მიგვიყვანს ადრე თუ გვიან“, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.