თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6234-მდე გაიზარდა

“ამ დროისთვის დაღუპულია 6234 ადამიანი, დაშავებულია 37011 მოქალაქე” – ამის შესახებ თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განაცხადეს.

6 თებერვლის ღამეს თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1939 წლის შემდეგ.

დაზარალებულ ათ პროვინციაში ათასობით სახლი დაინგრა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მიწისძვრა დაფიქსირდა სირიის პროვინციებშიც: ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი.

1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 2000 კი დაშავდა.