მოსკოვში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ,,საელჩოების” გახსნა იგეგმება – რუსული მედია

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უახლოეს მომავალში მოსკოვში უკრაინის ოკუპირებულ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების საელჩოების გახსნა იგეგმება.

,,ჩვენ ვეცდებით უახლოეს მომავალში, რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. ჩვენ კონკრეტული სამუშაოებით ვართ დაკავებულნი”, – განაცხადა РИА-ს წყარომ.

მისი ვარაუდით, ე.წ. დიპლომატიური მისიები შეიძლება გაიხსნას ,,ერთი ან ორი თვის განმავლობაში”.