შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახდეს

მედიის ინფორმაციით,  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება.

შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

აპირებს თუ არა ის სათავეში ჩაუდგეს მესამე პრეზიდენტის პარტიას, მარგველაშვილი სატელეფონო კომენტარს არ აკეთებს, მხოლოდ აცხადებს, რომ “ურთიერთობის ეს ფორმა არ გამოვა და საჭიროა მოწერა, დარეკვა და სტუდიური კომენტარის გაკეთება”.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში ჩავიდა.