თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:48 საათზე, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში მოხდა.

6 თებერვლის ღამეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5800-ს გადააჭარბა. 31 000-ს აღემატება დაშავებულთა რაოდენობა.