გორში სილამაზის სალონი გაქურდეს | წაღებულია თანხა

გორში, სტალინის გამზირზე, სილამაზის სალონი „გოლდი” გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სალონიდან წაღებულია 200 ლარამდე თანხა.

გამოცემა „მოზაიკას” ინფორმაციით, ფაქტზე სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი ამხილეს.