„ჩვენი თხოვნაა გადაუვადონ სასჯელი, არ ჭამს კი არა ვერ ჭამს. რამდენჯერ გავიმეორო ერთი და იგივე?!” | გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს. დღეს გიული ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჭამს  კი არა – ვერ ჭამს, რადგან მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„საერთოდ ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელები. მერე თვითონ ადამიანი რომ იქნება თავისუფალი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს. ქინებ აქ რჩება? არ ვიცი. იქნებ აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებს. არ ჭამს კი არა ვერ ჭამს. რამდენჯერ გავიმეორო ერთი და იგივე?!” – განაცხადა გიული ალასანიამ.