„უნდა დავდგე ქუჩაში ტრანსპარანტით – ნუ მომიკლავთ შვილს” | მიხეილ სააკაშვილის მამა

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს აანონსებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ პროცესები ხელოვნურად არის შეფერხებული და შესაძლოა ფატალური შედეგები დადგეს.

„მე ტრანსპარანტით უნდა დავდგე ქუჩაში, ამ სიცივეში, არა შენობაში და მქონდეს დიდი წარწერა, რომ ვარ ეს, ეს, ეს, ვარ 80 წელს მიღწეული, ნუ მომიკლავთ შვილს. ეს არის ხელოვნურად პროცესების შეფერხება, ან მიყვანა ფატალურ მდგომარეობამდე, ან ისე დაინვალიდება, რომ მერე ძალიან ცუდ მდგომარეობაში გააგრძელოს თავის ცხოვრება. ბატონო ზურა, მოდით ყველაფერი გვერდზე გადადეთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილია მიშას მდგომარეობაში, მე რომ ვყოფილიყავი თქვენს ადგილას, მე დღეს გადავდგებოდი”, – აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.