“რეპში შესაძლოა, რომელიმე ინსტიტუტი გაშარჟებული იყოს და ამაში საგანგაშო არაფერია”

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც საქმე მუსიკალურ მიმდინარეობა –  რეპს ეხება, შესაძლოა, რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი გაშარჟებული იყოს და ამაში საგანგაშო არაფერია.

ამის შესახებ  თეა წულუკიანმა „ბირჟა მაფიას“ წევრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

” მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ მოსამართლესაც და პროკურორსაც ჰქონდათ და აქვთ,  ჩემი გადასახედიდან, რომელიც შეიძლება სუბიექტური იყოს,  სწორი პოზიცია.

რაც  შეეხება თვითონ რგოლს, ამ რგოლში, რომლის სქრინშოთებიც ვნახე დაბლარვამდე, ვერაფერი განსაკუთრებულად საგანგაშო ვერ დავინახე მე პირადად. გამოხატვის თავოსუფლება, მით უმეტეს,  როდესაც საქმე რეპთან გვაქვს, გულისხმობს იმასაც, რომ გაშარჟებული იქნეს ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი”, –  განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არსებობს, თუმცა პოლიცია და ჯარი ის ინსტიტუტებია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშანია, ამიტომ თუ მომავალში, ცოტა უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ამ საკითხს, კარგი იქნება, თუ ვერ მოვეკიდებით, არც ეს არის პრობლემა – იმიტომ რომ ყველას გვაქვს გამოხატვის თავისუფლება”-  განაცხადა წულუკინმა.