“თავისუფლება უკანონო პატიმრებს!”

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართა აქცია – “თავისუფლება უკანონო პატიმრებს!”

აქციის ორგანიზატორებმა შეწყალებების სერია გააპროტესტეს და პრეზიდენტს პირველ ეტაპზე გასათავისუფლებელი მსჯავრდებულების სიაც დაუტოვეს.

“ჩვენ დღეს მოვედით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იმისთვის, რათა დავეხმაროთ ქალბატონ პრეზიდენტს შესაწყალებელი პირების ვადაზე ადრე გასათავისუფლებელი პირების სიის შედგენაში. ქვეყანაში, სადაც 15-20 აბის გამო ახალგაზრდა ადამიანებს წირავენ და პირველ რიგში, ნარკოპოლიტიკა არის დასარეგულირებელი, გვსურს, რომ დროულად გამოუშვან ეს ადამიანები, სანამ შეიცვლება კანონი, დარეგულირდება, იქამდე მოხდეს ერთი დიდი ამნისტია” – განაცხადა აქციის მონაწილემ, ადვოკატმა ზაზა სვანაძემ.