დაგვიბრუნეთ დემირელის კოლეჯი – განათლების სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

დაგვიბრუნეთ დემირელის კოლეჯი, – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით განათლების სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს.

დემირელის კოლეჯის მოსაწვლეები და მშობლები სკოლისთვის აკრედიტაციის მინიჭების საკუთხის გადახედვას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება არასამართლიანი და პოლიტიკურია.

მათივე განცხადებით, ახალ სასწავლო წელს შვილებს სხვა სკოლებში არ გადაიყვანენ და იმედს გამოთქვამენ, რომ განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას შეცვლის.

დემირელის სახელობის სკოლამ ავტორიზაცია ვერ გაიარა.