იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა დასრულდა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა დასრულდა. კომიტეტის წევრებმა წარდგენილ კანდიდატებს სათითაოდ უყარეს კენჭი. ყველა დასახელებული კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა ეკა ბესელიამ.

სულ კი კომიტეტმა რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაეწია. 4-მა მოსამართლემ რეკომენდაცია  ვერ მოიპოვა.

კომიტეტის სხდომაზე იმ კანდიდატების ხმები, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, ასე გადანაწილდა:

მერაბ გაბინაშვილი – 7 ხმა, მირანდა ერემაძე – 6 ხმა, მამუკა ვასაძე – 7 ხმა, მაია ვაჩაძე – 7 ხმა, თამარ ზამბახიძე – 8 ხმა, შალვა თადუმაძე – 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე – 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე – 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე – 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე – 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი – 7 ხმა, ნინო ქადაგიძე – 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე – 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე – 6 ხმა.

კანდიდატები, რომლებიც კომიტეტმა ჩააგდო: თამარ ალანია – 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი – 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი – 1 ხმა, ზაზა თავაძე – 0 ხმა, შოთა გეწაძე – 1, პაატა სილაგაძე – 2 ხმა.