„ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით“

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოს მოსახლეობას ულოცავს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს დღეს 31 მარტის რეფერენდუმს.

„1991 წლის 31 მარტი ისტორიული დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რომელსაც ეპოქალური დატვირთვა ენიჭება.

გვინდა გავიხსენოთ ეს ისტორიული მნიშვნელობის დღე. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა და მათგან 98 პროცენტმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.

გიორგი თევზაძე, რობერტ პეტრიაშვილი.

რეფერენდუმის კითხვა იყო : “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?”.ამ გადაწყვეტილებით აღსდგა სამართლებრივი კავშირი 1918–1921 წლების დამოუკიდებელ საქართველოსთან. ამ რეფერენდუმის მნიშვნელობა ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის თანახმად: “საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული სახალხო საყოველთაო რეფერენდუმით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რომლის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საჭომ აღადგინა ისტორიული სამართლიანობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. ამ დღის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება შემდგომი წლების გადასახედიდან.

ეს არის მთელი ქვეყნის და საზოგადოების შანსი, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული და წარმატებული ნაწილი, რისთვისაც აუცილებელია კანონის უზენაესობა, სამართლიანი მართლმსაჯულება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე აუცილებელია ქვეყნის სოციალური სამართლიანობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.“– აცხადებს თევზაძე.