გურამ ფალავანდიშვილი – კანონმორჩილი ხალხი ვართ, ეს კანონები თუ ათ მცნებას ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთი და ვერც პუტინი ვერ დაგვავალდებულებს, შევასრულოთ

ჩატარდა ჩხრეკა, რის ფარგლებშიც ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გურამ ფალავანდიშვილმა მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთი და ვერც პუტინი ვერ დაგვავალდებულებს, შევასრულოთ.

ახლა მივდივართ განყოფილებაში. როგორც ვიცი, არ გვაკავებენ, უბრალოდ ჩვენი დაკითხვა უნდათ. ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე, თუ არ იქნება სასამართლოში და ადვოკატის თანხმლებით. გამოვთქვათ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, „თბილისი პრაიდს“ და მედია ტერორისტებს. უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან. შეიძლება, ჩვენც მოვმკვდარიყავით და ყველა მომკვდარიყო. თქვენ ხართ მოძალადეები“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში.

ცნობისთვის, ფალავანდიშვილის სახლში დღეს დილიდან ჩხრეკვა მიმდინარეობდა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ იგი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.